გვერდი იხილა 174753 სტუმარმა განახლებულია: 2012-04-24 დამზადებულია: 2009-10-25 |





|
Untitled Document
|
სიახლეები
24 აპრილი 2012
დასაქმების ფორუმი 2012!!!
25 მაისს, პარასკევს, 12 საათზე, ბათუმში, სასტუმრო რედისონში გაიმართება ”დასაქმების სააგენტო ეიჩ არის” მიერ ორგანიზებული მეოთხე დასაქმების ფორუმი. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.
... სრულად »
|
19 მარტი 2012
სტუდენტთა საყურადღებოდ!
2012 წლის 20 მარტის დილი 8.00 სთ-დან საიტზე - www.summerjob.ge პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა დარეგისტრირება იწყება.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში, აკადემიის კომპიუტერულ კლასებში, ასევე თქვენთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ-სივრციდან!
... სრულად »
|
07 მარტი 2012
მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
2012/2013 სასწავლო წლისათვის აცხადებს სტუდენტთა მიღებას მაგისტრატურის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;ლოჯისტიკა და ექსპედირება.
ღია კარის დღე გაიმართება მიმდინარე წლის 15 მარტს, 16-00 სთ-ზე, N101 აუდიტორიაში.
|
07 მარტი 2012
ვიზიტი დანიაში
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაცია რექტორის – ნიკოლოზ წიკლაურის ხელმძღვანელობით ვიზიტით იმყოფება დანიაში, მარსტალის საზღვაო აკადემიის მიწვევით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარსტალის საზღვაო აკადემიის, ფრედერიციის მექანიკოსების საწვრთნელი ცენტრის და სვენდბორგში ხანაძარსაწინააღმდეგო საწვრთნელი ცენტრების დათვალიერება, მათი გამოცდილების გაზიარებისა და ბსსა-ში შემდგომი დანერგვის მიზნით.
ვიზიტის პირველ დღეს შედგა შეხვედრები მარსტალის საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი დელეგაცია დეტალურად გაეცნო დანიელი კოლეგების საქმიანობას, დაესწრო სასწავლო პროცესებს, ასევე დაათვალიერა აკადემიის კუთვნილი საწვრთნელი გემები.
ვიზიტი გაგრძელდება 9 მარტამდე.
... სრულად »
|
01 მარტი 2012
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ
საზღვაო ლექტორების საერთაშორისო ასოციაციამ (IMLA) გამოაცხადა ინფორმაცია მორიგი კონფერენციის შესახებ. დეტალები იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://imla20.com თუ დაინტერესებული პირის მიერ გაგზავნილი თემა დაშვებული იქნება კონფერენციაზე, აკადემია აანაზღაურებს კონფერენციაზე გამგზავრებისა და მონაწილეობის ხარჯებს.
|
21 თებერვალი 2012
23-26 თებერვალს ტარდება გამოფენა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მონაწილეობას იღებს უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების 2012 წლის გამოფენაში, რომელიც ჩატარდება 23-26 თებერვალს, გამოფენის ცენტრი "ექპო ჯორჯია". მისამართი: თბილისი, ა.წერეთლის გამზირი N 118.
მობრძანდით გამოფენაზე და დაგეგმეთ თქვენი წარმატებული მომავალი!
|
|
 |
|
|