თარიღი: 9 სექტემბერი 2010 წელი
ქართული  русский  English  


გვერდი იხილა 51731 სტუმარმა





 

მობილობის წესით აკადემიაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ


დამატებულია:   2010-02-16


მობილობის წესით აკადემიაში სწავლის გაგრძელების მსურველთა განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე, www.nea.ge . რეგისტრაციის ვადაა 16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით.

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიაში დაფიქსირებული პირი უფლებამოსილია მოგვმართოს განცხადებით, მობილობის წესით აკადემიაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. განცხადებას თან ერთვის:

1. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
2. ატესტატის ქსეროასლი;
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი, დეკანის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;
4. სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, დეკანის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;
5. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ჩარიცხვის სერტიფიკატის ქსეროასლი.

განცხადებები მიიღება 25 თებერვლის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: registration@bma.edu.ge; ტელ.7-49-56.


« უკან

 



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
: საქართველო, ქ. ბათუმი, რუსთაველის 53;
ელექტრონული ფოსტა: info@bsma.edu.ge;
ტელ.: (888222)74850, (888222)75388.