თარიღი: 9 სექტემბერი 2010 წელი
ქართული  русский  English  


გვერდი იხილა 51715 სტუმარმა





 

ახალგაზდა მეცნიერთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია


დამატებულია:   2009-11-24


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, 2009 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა ახალგაზდა მეცნიერთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ლოგისტიკა და ბიზნესი” რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ საზღვაო აკადემიისა და ბათუმის სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტანტები და ახალგაზრდა მეცნიერები. სულ წარმოდგენილი იქნა 28 სამეცნიერო სტატია.

შემაჯამაბელ სხდომაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯუმბერ ვარდმანიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მეცნიერების მიერ გაწეულია საკმაოდ დიდი კვლევითი სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ლოგისტიკის სფეროში ცოდნის ამაღლებას, ქართული ბიზნეს-პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ლოგისტიკის სფეროში კვლევითი სამუშაოების ჩატარებას.

ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის, პროფესორ რომან მამულაძის ინფორმაციით მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები მიიღებენ რეგულარულ ხასიათს (წელიწადში მინიმუმ ორჯერ), ისე როგორც პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, სადაც ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ მათი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი


« უკან

 



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
: საქართველო, ქ. ბათუმი, რუსთაველის 53;
ელექტრონული ფოსტა: info@bsma.edu.ge;
ტელ.: (888222)74850, (888222)75388.