თარიღი: 9 სექტემბერი 2010 წელი
ქართული  русский  English  


გვერდი იხილა 51722 სტუმარმა





 

პირველი სამაგისტრო ნაშრომების დაცვა


დამატებულია:   2009-12-21


2009 წლის 19 - 21 დეკემბერს ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე შედგა სამაგისტრო ნაშომების საჯარო დაცვა სპეციალობაში: “მენეჯმენტი – ლოგისტიკის მენეჯმენტი”. სამაგისტრო ნაშრომი წარმატებით დაიცვა შვიდმა (7) მაგისტრანტმა, რომლებსაც მიენიჭათ ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით ფაკულტეტზე ირიცხება 137 მაგისტრანტი. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა იმას მიანიშნებს, რომ ფაკულტეტზე წარმატებით მიმდინარეობს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მუშაობა.

“მენეჯმენტი – ლოგისტიკის მენეჯმენტის” სამაგისტო საგანმანათლებლო პროგრამის ხემძღვანელის, პროფესორ რომან მამულაძის განცხადებით, აღნიშნულ მოვლანა მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიისათვის, ვინაიდან აკადემიის არსებობის მანძილზე პირველად შესრულდა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა და საფუძველი ჩაეყარა მაგისტრანტების მომზადების ტრადიციას. მეორეც, ლოგისტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალფეხადგმული ქართული ბიზნეს სექტორისთვის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც.


« უკან

 



ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
: საქართველო, ქ. ბათუმი, რუსთაველის 53;
ელექტრონული ფოსტა: info@bsma.edu.ge;
ტელ.: (888222)74850, (888222)75388.